აქტუალური
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ლევან იზორია ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობის მეთაურის მოადგილეს, ადმირალ მანფრედ ნილსონს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნატოს მხარდაჭერასა და ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მოკავშირეთა ძალების ტრანსფორმაციის სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს უწყობს საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე, ეფექტიან და ნატოსთან თავსებად ძალად ჩამოყალიბებას.

მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები და აღნიშნეს ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე და განხილული იქნა მისი განვითარების პერსპექტივები, რაც ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს მომავალი სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებას.