რელიგია
პატრიარქს თამარ–მეფის ხატი მიართვეს

tamar-mefeდღეს წმინდა სამების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, მცხეთა–თბილისის არქიეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს საჩუქრად გადასცეს წმინდა თამარ–მეფის ხატი. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საჩუქარი პატრიარქს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა მამა აბრამმა გადასცა. ხატი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების შემოწირულობებით შეიქმნა. იგი საბერძნეთში, ათონის მთაზე დახატეს. თამარ–მეფის ხატი სამშობლოში ქართველი ემიგრანტების დაბრუნების სიმბოლოდ უნდა იქცეს.