საზოგადოება
გრიგალი საქართველოში - საგანგებო სიტუაციების სამსახურში 500-მდე გამოძახება დაფიქსირდა

   საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. გრიგალი საქართველოში - ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე უბანში მოგლიჯა ხეები, სარეკლამო ბანერები, სხვადასხვა კონსტრუქცია და შენობის სახურავები. დაშავებულები არ არიან.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ 500-მდე გამოძახება დაფიქსირდა.  

გადადებულია რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქარი გარკვეულ ადგილებში იმდენად ძლიერი იყო, რომ მას ძლიერი ქარის სიჩქარემ საათში 116 კილომეტრს მიაღწია და შესაბამისად, მას უკვე გრიგალის კატეგორია მიენიჭა.

ალექსიძის ქუჩაზე ხე დაეცა ავტომობილს, რომელშიც მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშვებულა. მსგავსი შემთხვევები იყო თბილისის რამდენიმე უბანში.

ჯერჯერობით ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ქარის მაქსიმალური სიჩქარე წუხელ ღამით დაფიქსირდა.