საზოგადოება
"ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის” – თალაკვაძე

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ  უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს.

პრეზიდენტის შვილმა მართლაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც დაწყებულია კონკრეტულად ამ საქმეზე, ჩვენ მივადევნებთ თვალს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება დროულად, ობიექტურად დასრულდება. ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "პატრიოტთა ალიანსის"წევრებიც ეხმაურებიან. ირმა ინაშვილის თქმით, ნარკოტიკების ჩადება დაუშვებელია.

„როცა პრეზიდენტის შვილი ამას საჯაროდ ამბობს, აუცილებელია, აღიძრას საქმე, დაიწყოს გამოძიება, წამლის ჩადების თემა რატომღაც გახდა ბოლო დროს აქტუალური და არაერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით ჩვენ. ეს უნდა აღიკვეთოს, ეს არის მიუღებელი, დაუშვებელი და ყველა, ვინც ამას აკეთებს, უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.