უცხოეთი
უკრაინაში საბრძოლო მასალის ყველაზე დიდი საწყობი იწვის

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში საბრძოლო მასალის ყველაზე დიდი საწყობი იწვის. ქალაქ ბალაკლეაში ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. საწყობის ირგვლივ, 50 კილომეტრის რადიუსით მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, განსაკუთრებულ საფრთხეს მიწისქვეშა საცავები წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა ტიპის სარაკეტო სისტემები ინახება. ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველები მომხდარს დივერსიად აფასებენ. ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.