სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

   საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „აკმ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 120 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.