აქტუალური
პრემიერმა აშშ-ში მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტი შეაფასა

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ხელშესახები შედეგებით - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სამუშაო ვიზიტი აშშ-ში, რომელშიც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მონაწილეობდნენ.

პრემიერმა ისაუბრა იმ შედეგებზე, რითაც დელეგაცია აშშ-დან დაბრუნდა.

მსოფლიო ბანკისგან სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს 100 მლნ აშშ დოლარის პირდაპირ გრანტს რეფორმების განხორციელების მხარდაჭერისათვის. მსოფლიო ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პოლ რომერი ძალიან დაინტერესდა ჩვენი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით და გადაწყვიტა, პირადად ჩაერთოს რეფორმების განხორციელების პროცესში“, - განაცხადა პრემიერმა. მან მადლობა გადაუხადა პოლ რომერს და მსოფლიო ბანკს მჭიდრო ჩართულობისთვის.

პრემიერის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც.