უცხოეთი
ფსბ–ს ხელმძღვანელი მსოფლიოში ახალი ტერორისტული ქსელის შექმნის შესახებ აცხადებს

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. „ისლამურმა სახელმწიფომ“ და „ჯებჰათ ან–ნუსრამ“ ტაქტიკა შეცვალეს და ახალი გლობალური ტერორისტული ქსელი იქმნება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა.

მსოფლიოს უმსხვილესი ტერორისტული დაჯგუფებების მეთაურები, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებჰატ ან–ნუსრა“ და ასევე ადრე არსებული ტერორისტული სტრუქტურის „ალ–ქაიდა“, ტაქტიკას ცვლიან“, –განაცხადაალექსანდრე ბორტნიკოვმა, რომლის სიტყვებიც რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ მოჰყავს.

აღნიშნული განცხადება ბორტნიკოვმა მოსკოვში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ექსტრემისტული სტრუქტურების გაერთიანების საფუძველი მათი განადგურების საფრთხე გახდა იმ ტერიტორიებზე, სადაც ისინი დომინირებენ. ბორტნიკოვის ინფორმაციით, ამ ორგანიზაციებმა თავისი ძალები ავღანეთში, იემენსა და აფრიკის სიღრმეში გადაისროლეს, საიმედო პლაცდარმების შესაქმნელად.