უცხოეთი
აშშ–მა ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში საკუთარი სტრატეგია გააჟღერა

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. თეთრ სახლში შეერთებული შტატების 100-ივე სენატორთან გამართული თათბირის შემდეგ ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სტრატეგია გამოცხადდა.

BBC-ის ცნობით, უფრო ადრე შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის სარდლობის მეთაურმა მოწინავე ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის სამხრეთ კორეაში განლაგება დაიცვა.

დაძაბულობა გაზრდილია და შიშობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი იარაღების გამოცდას გეგმავს.

შეერთებული შტატები ცდილობს სტაბილურობას და კორეის ნახევაკუნძულის ბირთვულ განიარაღებას მშვიდობიანი გზით“, ნათქვამია სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის, თავდაცვის მდივნის ჯეიმს მატისის და ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის დენ კოუტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ჩვენ ვრჩებით ღია ამ მიზნისადმი მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვრჩებით მზადყოფნაში დავიცვათ ჩვენი თავი და მოკავშირეები.

 „პრეზიდენტის მიდგომა მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას ჩვენ მოკავშირეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ეკონომიკური სანქციების გაძლიერებით და დიპლომატიური ღონისძიებებით მოახდინოს მისი ბირთვული,

ბალისტიკური რაკეტების და ბირთვული იარაღის გავრცელების პროგრამის დემონტაჟი“, აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც BBC წერს, ამერიკელები ღრმად არიან შეშფოთებულნი ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების ტექნოლოგიების განვითარებით. მათ სჯერათ, რომ ფხენიანს ამერიკის კონტინენტზე ბირთვული დარტყმის შესაძლებლობა ტრამპის პირველი ვადის ამოწურვამდე ექნება.