საზოგადოება
H1N1 შემთხვევები თბილისშიც გამოვლინდა

AH1N1თბილისში გრიპის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ამ დროისთვის ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს და პაციენტებს ლაბორატორიული მკურნალობა უტარდებათ, რათა დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული ვირუსი H1N1, თუმცა პაციენტებს ვირუსის ყველა სიმპტომი აღენიშნებათ.

ანალიზის პასუხებს ექიმები დღის ბოლოს გამოაქვეყნებენ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში გრიპის დიაგნოზით 15 ადამიანი მკურნალობს. აქედან ერთს H1N1 ოფიციალურად დაუდგინდა. სამი პაციენტის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.