საზოგადოება
კახეთის სასურსათო მაღაზიებში შაქრის დეფიციტია

sugar-bustersკახეთში: თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და ყვარლის სასურსათო მაღაზიებში შაქრის დეფიციტია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 1 კგ შაქარი 20 იანვარს, საღამოს, 2,10 ღირდა, დღეს დილიდან კი – 2,50 ლარი გახდა. მაღაზიების მენეჯერების განცხადებით, დილიდან შაქარზე რიგები იდგა, ბევრმა ადამიანმა შაქარი ტომრებით იყიდა, რამაც დეფიციტი გამოიწვია. მართალია, სოფლის მეურნების მინისტრი ბაკურ კვეზერელი საქართველოში შაქრის დეფიციტს უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველა პროდუქტის საკმარისი მარაგია, მაგრამ მოსახლეობა თადარიგის დაჭერას მაინც ცდილობს.