რელიგია
ილია მეორე ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მივიდა

   საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე მივიდა.

თბილისში, ვაკის პარკში  ფაშიზმზე  გამარჯვების დღის აღსანიშნავად ვეტერანები, მოქალაქეები, ხელისუფლებისა და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, ამ ომში საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო.