ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 56 წლის ვიტალი ტურძელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა.
იქვე მკურნალობს კიდევ ორო მაღაროელი: 60 წლის მამული კუბლაშვილი და 67 წლის ნუგზარ ჯავახიძე. კუბლაშვილს სხეულის 15 პროცენტისა და სასუნთქი გზების, ხოლო ჯავახიძეს 10 პროცენტისა და სასუნთქი გზების დამწვრობა აღენიშნებათ. ისინი შოკიდან უკვე გამოვიდნენ.
ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში შუაღამისას მომხდარ აფეთქებას 36 წლის მერაბ კალანდაძე ემსხვერპლა, ოთხი მაღაროელი კი დაშავდა.
ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფი უკვე ტყიბულში იმყოფება. სპეციალისტების განცხადებით, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზებს სამ დღეში დაადგენენ. ერთერთი ვერსიით, აფეთქება მოხდა მეტანის აალების გამო.