უცხოეთი
პოროშენკო წყვეტს „ანტიტერორისტულ ოპერაციას“ და იწყებს დონბასის „მშვიდობიან რეინტეგრაციას“

   საქართველოს, 20 ივნისი, საქინფორმი. როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციაში მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს „ანტიტერორისტული ოპერაციის“ შეწყვეტასა და დონბასის „მშვიდობიან რეინტეგრაციას“. კანონპროექტი „დონბასის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის“ შესახებ უახლოეს ხანებში რომ უნდა იქნეს მიღებული, ამის შესახებ თავად პოროშენკომ განაცხადა კიევის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ოლქის რაიონებში სტუმრობისას. უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, დოკუმენტი, რომელიც მისი განკარგულებით მუშავდება, ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რომლებიც უნდ აგანხორციელდეს რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.