სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

   საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილი ელჩის მოადგილეს შს სამინისტროში ბოლო წლებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. ნიკოლას ბერლინერმა, რომელიც საქართველოში თავის სამწლიან მოღვაწეობას ასრულებს, გიორგი მღებრიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამშრომლობის იმ დონემ, რომელიც ორ ქვეყანას აქვს. განსაკუთრებით გამოვყოფდი თანამშრომლობას შს სამინისტროსთან, რაც დასტურია იმ უნიკალური ურთიერთობისა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს აკავშირებთ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილემ.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა ნიკოლას ბერლინერს შს სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.