პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტში მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან 25 წლის იუბილეს. ამ შემთხვევაშიაღნიშვნაარ არის მხოლოდ ფორმალური სიტყვა, ჩვენ მართლაც უნდა აღვნიშნოთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან 25 წლის იუბილე.

ძალიან მოხარულები ვართ, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვქონდა მეგობარ ქვეყნებთან 25-წლიანი ურთიერთობის სიამოვნება და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაღრმავდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.