აქტუალური
„პრეზიდენტი ტყუის ყველა სიტყვაში!“ - ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. სხვა სიტყვა არც შეიძლება გამოიყენო, არის ჩვეულებრივი ტყუილი, რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის კომპეტენციები რაიმე ფორმით არსებითად იზღუდება. ეს არის, მარტივად რომ ვთქვათ, ტყუილი. მე ამიტომ მინდოდა, დამჯდარიყო პრეზიდენტი ჩვენთან ერთად, სამნი დავმსხდარიყავით ეთერში და ერთად გვესაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იზღუდება და რა არ იზღუდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებითაც იტყუება. დღეს მე ვარ თვითონ წევრი უშიშროების საბჭოსი, არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო და ამას აქვს თავისი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ აბსოლუტურად არის მოწყვეტილი კონსტიტუციურ ჩარჩოს უშიშროების საბჭო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის როლზეც ილაპარაკა და უშიშროების საბჭოს მდივანი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა. "საპარლამენტო რესპუბლიკაში ან მონარქიაში სახელმწიფო მეთაურის, როგორც მთავარსარდლის სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები", - განაცხადა მან „არჩევანის“ ეთერში.