რელიგია
საბუთების მიღება რიგით 49-ე ნათლობისათვის

   საქართველოს, 26 ივნისი, საქინფორმი. იწყება ორმოცდამეცხრე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.
ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.
რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:
მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები
შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და cd დისკით
ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და cd დისკით
საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10
558 65 11 59
593 46 45 71