სამართალი
კინოთეატრ "აპოლოს" შენობას ცეცხლი გაუჩნდა

apoloooაღმაშენებლის გამზირზე, №135–ში მდებარე ძველ კინოთეატრ "აპოლოს" შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი იატაკს მოეკიდა, რამაც დიდი რაოდენობით კვამლის დაგროვება გამოიწვია. დამწვარია 15-20 კვადრატული მეტრის ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დროულად მივიდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებმაც ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დაუდევრობამ გამოიწვია.