სამართალი
გენერალური აუდიტორის მოვალეობას დროებით ნინო ლომჯარია შეასრულებს

   საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნამდე ლაშა თორდიას პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია შეასრულებს. 

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროსს ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. მის ნაცვლად თანამდებობაზე ორი კანდიდატის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ესენი არიან: თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი.

  დავით ნარმანია ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

  ვანო ზარდიაშვილი კი ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში არა მარტო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, არამედ სხვა თანამდებობაზე მუშაობისთვისაც მზად არის.