უცხოეთი
უკრაინის სასამართლომ უშიშროებას პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

   საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის უშიშროების სამსახურს დაავალა სახელმწიფო ღალატისთვის ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
 ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილმა, რენატ კუზმინმა განაცხადა. სწორედ, მან შეიტანა პოროშენკოს წინააღმდეგ სარჩელი, 2017 წლის თებერვალში.

კუზმინის თქმით, საუბარია “2013 - 2017 წლებზე, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ლიპეცკში არსებული მისი კუთვნილი "როშენის" ქარხნის მეშვეობით რუსეთის არმიას აფინანსებდა."

"როშენი" მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკონდიტრო ფაბრიკაა, რომელიც პოროშენკოს მფლობელობაშია. 2014 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან დადო პირობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ აქტივებს გაყიდდა. თუმცა, აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის გამო, კომპანიის გაყიდვა ვერ მოხერხდა.