საზოგადოება
ბოლივუდი საქართველოში ფილმს გადაიღებს

Bollywood-3ბოლივუდი საქართველოში ფილმის გადაღებას იწყებს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით, ინდური საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ხვდებიან. ისინი საქართველოში ფილმის გადაღებისთვის საჭირო გარემოს შეისწავლიან. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრები საქართველოს კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუასთანაცაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ოქტომბერში, ქართული დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ინდური კინოს ცნობილ ვარსკვლავს – ამირ ხანს ესტუმრა. მან საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მონაწილეობით ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვა. ბოლივუდის ყველაზე დიდი საპროდიუსერო კომპანიის საქართველოში მოწვევა ქართული მხარის იდეა იყო.