უცხოეთი
მონტენეგროში პოლონელი ტურისტი დააკავეს, რომელმაც ტყეში ხანძარი გააჩინა

    საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. მონტენეგროში პოლონელი ტურისტი ზბიგნევ დავიდ შილდა დაკავეს, რომელმაც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბართან ახლოს ხანძარი გააჩინა. ამის შესახებ RRCG-ი წერს. მას საზოგადოებისთვის საშიში ქმედების ჩადენისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის მოქალაქე ტყეში დაიკარგა და კოცონი იმიტომ აანთო, რომ მაშველებს მისი პოვნა შეძლებოდათ. ტურისტი ადგილობრივმა მონადირეებმა აღმოაჩინეს, რომლებაც ის ტყიდან გაიყვანეს. პოლონელის მიერ დატოვებული კოცონი კი ძლიერ ხანძარში გადაიზარდა.