აქტუალური
„საქართველოს რკინიგზა“ დახურულ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზასთან“ ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს ნაწილის ოპერატორი გახდება

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა „საქართველოს რკინიგზას“ რეიტინგი  „სტაბილურიდან“ „ნეგატიურამდე“ შეუმცირა და ამავე დროს დაადასტურა კომპანიის გრძელვადიანი და მოკლევადიანი რეიტინგები “В+/В“ დონეზე. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა, რომელიც თურქეთის სარკინიგზო ქსელებს პირდაპირ აკავშირებს საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, 2017 წლის ბოლოს არის ნავარაუდევი. S&P-ის აზრით, უახლოეს ხანებში რკინიგზის ამ მონაკვეთზე ტვირთების მხოლოდ მცირე მოცულობა გადაიზიდება, რაც მთლიანობაში „საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის შედეგებზე მოცემული ფაქტორის გავლენას შეზღუდავს. „რკინიგზის ქართული ნაწილი საქართველოს მთავრობის მიერ აშენდა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გაცემული კრედიტის ხარჯზე. ჩვენ არ მოველით, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ინფრასტრუქტურის მესაკუთრე იქნება ან რაიმე კავშირი ექნება ამ კრედიტთან. ამასთანავე, ჯგუფი დახურულ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზასთან“ ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც რკინიგზის საქართველოს ნაწილის ოპერატორი გახდება“, - აღნიშნავენ S&P-ის ექსპერტები.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფნით ტვირთგადაზიდვის მოცულობას წელიწადში 17 მილიონი ტონის დონეზე პროგნოზირებენ. საწყის ეტაპზე ეს მაჩვენებელი ერთი მილიონი მგზავრის და 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე იქნება.

 

bizzone.info