საზოგადოება
დღეიდან საქართველოში აცივდება

snowსინოპტიკოსები დღეიდან საქართველოში ამინდის გაუარესებას აღნიშნავენ.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დასავლეთ საქართველოში ამინდი დღის მეორე ნახევარში გაუარესდება, დაეცემა ტემპერატურა. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

აღმოსავლეთ საქართველოშიც ტემპერატურა დაიწევს და ვარაუდობენ ნალექსაც. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.