აქტუალური
სოფელ ხელთუბანში მეფრინველეობის ფაბრიკა გაიხსნა

fabrikaსოფელ ხელთუბანში მეფრინველეობის მინი ფაბრიკა გაიხსნა, რომელიც შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და UNHCR-ის წარმომადგენლის მოადგილემ კრისტოფ ბიერვირთიმ გახსნეს. აღნიშნული მინი ფაბრიკის მშენებლობა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციის „საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერითა და დაფინანსებით განხორციელდა.

მინი ფაბრიკაში 15 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ორთვიანი ციკლი 8 ათასი ქათმის გაზრდაზეა გათვლილი. მინი ფაბრიკის ქათმებისთვის საკვებად საჭირო ნედლეულს, კერძოდ, სიმინდს, ახლომდებარე ბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილებისგან შეიძენენ.