უცხოეთი
ტრამპმა არარსებულ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ილაპარაკა

      საქართველო, 16 ოქტომბერი. საქინფორმი. თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა „Values Voter Summit“-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვდა ვიჯინიის კუნძულების პრეზიდენტს. ვირჯინიის კუნძულებს აშშ განაგებს და შესაბამისად, ამ კუნძილების პრეზიდენტიც დონალდ ტრამპია. ინფორმაციას ტრამპის ამ განცხადების შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„მე ვიყავი ტეხასში, ფლორიდაში, ლუიზიანაში და წავედი პუერტო-რიკოში, ასევე შევხვდი ვიჯინიის კუნძულების პრეზიდენტს“, - განაცხადა ტრამპმა შეხვდრაზე. ამის შემდეგ ის დამსწრეებს მოუყვა, თუ როგორ უმკვალდება რეგიონი სტიქიის შედეგებს.
მედიამ თეთრ სახლს პრეზიდნეტის ამ განცხადებაზე კომენტარი სთხოვა, თუმცა პასუხმა დააგვიანა. მოგვიანებით, კი ტრამპის ადმინისტრაციამ შეხვდრის ტექსტის ოფიციალური ვერსია შეცვალა და სიტყვა „პრეზიდენტი“ „გუბერნატორით“ ჩაანაცვლა.
აშშ-ის ვირჯინის კუნძულები კუნძულების ჯგუფია კარიბის ზღვაში და წარმოადგენს აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიას.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში აფრიკული სახელმწიფოების პრეზიდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მან „ნამბია" ახსენა. ტრამპის თქმით, „ნამბიას" განვითარებადი ჯანდაცვის სისტემა აქვს.

imedinews.ge