აქტუალური
მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას - ირმა ინაშვილმა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ბრიფინგი გამართა. ირმა ინაშვილმა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა. პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან, კერძოდ, ევროპულ საქართველოსთან გარიგებაში დაადანაშაულა. ჩვენ მოვითხოვთ კვირიკაშვილის გადადგომას, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან არჩევნებს ამ ქვეყანაში. ჩვენ არ შევწყვეტთ საპროტესტო აქციებს. ეს აქციები გაგრძელდება 21 ოქტომბრის შემდეგ, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.