საზოგადოება
„ეარ ბათუმი“ ბათუმში ფრენებს განაახლებს

ear_batumiავიაკომპანია „ეარ ბათუმი“ საქართველოს ბაზარზე ბრუნდება. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ დაბრუნების კონკრეტული თარიღი რამდენიმე კვირაში დასახელდება. მათი თქმით, პირველ ეტაპზე ფრენები ბათუმის მიმართულებით განახლდება.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის მიმართულებით რეისებს კომპანია 80 ლარით აძვირებს და ფრენებს 99 ლარიანი ბილეთებით განაახლებს. ავიარეისები იგეგმება ქუთაისშიც. შეგახსენებთ: „ეარ ბათუმმა“ ზაფხულში, საქართველოში პირველად, მგზავრებს 19–ლარიანი ბილეთები შესთავაზა, თუმცა მოგვიანებით მენეჯმენტმა აღიარა, რომ ამ წამოწყებამ არ გაამართლა და ფინანსურად დაზარალდნენ.

კომპანიამ სექტემბრის დასაწყისში მომავალ სეზონამდე შეწყვიტა ფრენები; მის ნაცვლად ბათუმის რეისებს „აირზენა“ ახორციელებდა.

რეისების შეწყვეტის გამო „ეარ ბათუმმა“ მაშინ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის კრიტიკაც დაიმსახურა.

მაია სიდამონიძის განცხადებით, ავიაკომპანიას საკმაოდ დატვირთული რეისები ჰქონდა და უცნაური იყო მენეჯმენტის განცხადება ზარალთან დაკავშირებით. სიდამონიძის თქმით, ავიაკომპანიამ რეისები ისე შეწყვიტა, რომ ოფიციალური განმარტებაც არ გაუკეთებია.