უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი ბაშარ ასადს სოჭში შეხვდა

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. სოჭში ერთმანეთს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი შეხვდნენ. ასადი სოჭში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინმა სირიის ლიდერი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს წარუდგინა.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის ლიდერმა კოლეგას ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები მიულოცა. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში მალე დასრულდება და სირია "ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვებას იზეიმებს".

imedinews.ge