აქტუალური
საქართველოში ინტერნეტი ყველაზე ძვირია

internet_bigსაქართველოს მოსახლეობა ინტერნეტით სარგებლობისთვის რეგიონში ყველაზე დიდ თანხას იხდის. მინიმალური ინტერნეტ-პაკეტით(1მეგაბიტი წამში) სარგებლობა სომხეთში 2 დოლარი და 5 ცენტია, აზერბაიჯანში – 5 დოლარი და 7 ცენტი, საქართველოში კი 1 მეგაბიტი 10 დოლარი ღირს, რუსეთში იგივე მომსახურება 3 დოლარის ფარგლებშია. უკრაინაში, სადაც გასულ წელს ტარიფების შემცირებაც მოხდა, ინტერნეტ-პაკეტის საშუალო ტარიფი 52-53 გრივნაა, დაახლოებით 7-8 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ უკრაინა სწრაფი ინტერნეტ-კავშირის სიჩქარით მსოფლიოს 30 ქვეყანას შორისაა. როგორც ირკვევა, საქართველოში ინტერნეტ-პაკეტების ღირებულება მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე მაღალია, ხოლო სიჩქარე – ყველაზე დაბალი. ჩვენთან ინტერნეტით მომსახურების ტარიფებს თავად პროვაიდერები ადგენენ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომპანია ამაში არ ერევა. ამ უწყებაში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად მხოლოდ ის მოთხოვნაა, რომ ყველა პროვაიდერის ვებგვერდზე გამოქვეყნებული უნდა იყოს ინფორმაცია მომსახურების ტარიფების შესახებ.