აქტუალური
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

      საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 111 მომხრე ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც საბიუჯეტო პარამეტრები ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
ბიუჯეტის პროექტით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 10,260 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის განახლებულ გეგმაზე – 520.0 მლნ ლარით მეტია.
დოკუმენტით, მშპ-სთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 25.3%-ია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს, 2017 წელთან შედარებით, მისი მთლიანი მოცულობა 943,8 მლნ ლარით იზრდება და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 10,490 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო დონორების დაფინანსება 1,951 მილიარდ ლარს.