საზოგადოება
გურიაში დიდთოვლობაა

guriaaთოვლმა გურიაში მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგოპრო ჯორჯიას" წარმომადგენლები უკვე მუშაობენ დაზიანებული ადგილების აღდგენაზე. მათი ვარაუდით, მოსახლეობას საღამოს შუქი ექნება.

თოვლის მაღალი საფარის გამო შეწყვეტილია საავტომობილო მიმოსვლა ოზურგეთი-ჩოხატაური-სამტრედიის მიმართულებით. ჩახერგილია რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზები. თოვლის საფარმა ზოგ ადგილას ნახევარ მეტრს გადააჭარბა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. რაიონში ისევ თოვს.