სამართალი
საქართველო პატიმრების სიმრავლით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა

Prison_5WORLD PRISON POPULATION LIST-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ, პატიმრების რაოდენობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა. სიაში შესულია ინფორმაცია მსოფლიოს 217 ქვეყნის შესახებ. აღნიშნული მონაცემებით, 2010 წლისთვის საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე 537 პატიმარი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე, მსოფლიოში კი მეექვსე ადგილზეა. მთლიანად პატიმართა რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერი აშშ აღმოჩნდა, მეორე და მესამე ადგილებზე კი ჩინეთი და რუსეთი არიან. პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით ზუსტი სურათის შესაქმნელად, სპეციალისტები ყოველ 100 ათას ადამიანზე პატიმართა რაოდენობას იყენებენ. განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 100 ათას ადამიანზე 70-80, დანარჩენ სახელმწიფოებში კი – 141 პატიმარი მოდის.