სამართალი
იტალიაში ქურდობაში ბრალდებული ქართველი დააკავეს

       საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. იტალიური მედიის ცნობით, 41 წლის მამაკაცი ქალაქ მატერაში ერთ-ერთი კერძო სახლის გაქურდვის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედმა თანამზრახველთან ერთად შეაღწია სახლში და ძვირფასეულობა მოიპარა.
ქურდობაში ბრალდებულების პოვნა პოლიციამ მანქანის სანომრე ნიშნის საშუალებით შეძლო.
დაკავების დროს სამართალდამცავებმა მოპარული ნივთები ამოიღეს და პატრონს დაუბრუნეს. დაკავებული ციხეშია გადაყვანილი.