აქტუალური
გულბაათ რცხილაძე: რუსეთი აღიქმება, როგორც ევრაზია

     საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ კომენტარი გააკეთა საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე იმის შესახებ, არის თუ არა რუსეთი ევროპის ნაწილი.
„დიდი რუსი მოაზროვნეები და გამოჩენილი ადამიანები რუსეთს ევროპად არ მიიჩნევდნენ. რუსეთი აღიქმება, როგორც ევრაზია, როგორც ევრაზიული სივრცის ნაწილი, როგორც ბიზანტიის მემკვიდრეობა“, - თქვა რცხილაძემ Sputnik Грузия-სთან ინტერვიუში.
საფრანგეთის (65%), დიდი ბრიტანეთის (52%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი და გერმანიის მოსახლეობის 46% რუსეთს ევროპის ნაწილად არ მიიჩნევს, პოლონეთში კი რესპონდენტების მხოლოდ 20% ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთი არ არის ევროპა. გერმანელების რაოდენობა, რომლებიც რუსეთს ევროპის ნაწილად აღიარებენ — 49%-ია. საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ამ მოსაზრების მომხრეთა რიცხვი ნაკლებია — 29% და 35 %. პოლონეთში კი ვითარება კარდინალურად განსხვავებულია — გამოკითხულთა 77%-მა რუსეთს ევროპული ქვეყანა უწოდა. დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლეს ბრიტანელების 13%-მა, ფრანგების 6%-მა, გერმანელების 5%-მა და პოლონელების 3%-მა.
გამოკითხვა პროექტ „Sputnik.მნენიას" ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ისთვის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა უძველესმა ფრანგულმა კომპანია IFop-მა ჩაატარა 2017 წლის 20-27 სექტემბერს. მასში 3228 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ასაკი 18 წელს ზემოთ იყო. შერჩევა მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოადგენს. მაქსიმალური ცდომილება ქვეყანაში 3,1%- შეადგენს სანდოობის 95%-იანი ალბათობით.