აქტუალური
ლევან ვეფხვაძე ხელისუფლებას ხალხის დაცინვაში ადანაშაულებს

vaucher"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტს კომუნალური გადასახადების ტარიფების გადახედვას სთხოვენ . ლევან ვეფხვაძის თქმით, ხელისუფლება მოსახლეობას ფულს ჰაერშიც ახდევინებს. “ტარიფი ისეა გაბერილი, რომ მისი ადექვატური წყალი შეუძლებელია, რომ ოჯახმა დახარჯოს,“– განაცხადა საქინფორმთან საუბრისას ლევან ვეფხვაძემ. “ქრისტიან დემოკრატები“ განსაკუთრებულ ყურადღებას წყლის გადასახადზე ამახვილებენ და თვლიან, რომ ხელსუფლების მიერ მოსახლეობისთვის 20-ლარიანი ვაუჩერის შეთავაზება, მხოლოდ და მხოლოდ დაცინვაა.