სამართალი
ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

     საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს შეხვდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, ასევე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლები.