უცხოეთი
გერმანიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპაში აზრთა სხვადასხვაობის გადასალახად ბერლინში დიალოგის გაგრძელებას იმედოვნებენ.
გერმანიის პრეზიდენტი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ როგორც ევროპაში, ასევე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობაში, ბერლინი და მოსკოვი გაუცხოების წინააღმდეგ მოქმედებას შეძლებენ.
რუსეტში 18 მარტს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,66% დააგროვა. მეორე ადგილს რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი იკავებს, რომელსაც ამომრჩეველთა 11,80%-მა დაუჭირა მხარი, მესამე ადგილზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ვლადიმერ ჟირინოვსი 5,66%-ით. ქსენია სობჩაკი მეოთხე ადგილზე გავიდა. მას ამომრჩეველთა 1,67%-მა დაუჭირა მხარი.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 67,74% შეადგინა.

1tv.ge