სამართალი
ხმაური დმანისში - ოპოზიციის წარმომადგენლებს ადგილზე არ უშვებდნენ (ვიდეო)

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. 14 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს საყდრისის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან მათ ნებართვა ცოტა ხნის წინ აიღეს და ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ ტერიტორიაზე უპრობლემოდ შეეძლოთ შესვლა, მათ გამოჩენას ადგილზე ხმაური მოჰყვა (ვიდეო იხ. აქ).
კომპანია RMG GOLD-ის წარმომადგენელი მათ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გავლას სთხოვდა. „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მათ 5-წუთიანი ვადა მისცა ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად.