საზოგადოება
ვოლსკიმ ააცდინა! - პარლამენტარმა ჭიჭინაძემ პარლამენტარი ვოლსკი ბებერ მგელ აკელას შეადარა...

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული იყო.
ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის გადადებასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის მიმდინარე პროცესებზე ილაპარაკა.
დეპუტატის თქმით, დავით ჭიჭინაძემ არაკორექტული განცხადება გააკეთა, რაც ხელს არ შეუწყობს იმ სულისკვეთებას, რაც ყველას აქვს.
სულისკვეთება პოზიტიურია, რადგან ისეთი მისწრაფება გვაქვს, რომ პოზიციები შევაჯეროთ და თუ საჭიროა, ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო ღრმად ვილაპარაკოთ. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომის გადადებას, ეს ის შეხვედრა არ არის, რომლის თაობაზეც ზოგიერთ ადამიანს სკანდალური მოლოდინებიც აქვს. აღნიშნულ შეხვედრაზე თემატური საკითხები და ბოლო პერიოდის სიტყვიერი დაპირისპირების პერიპეტიები უნდა განვიხილოთ. რასაკვირველია, სჯობს, შეხვედრა უკეთესად მომზადდეს, თემები გავიაროთ, პოზიციები შევაჯეროთ და იმ საკითხებზე ვიმსჯელოთ, რომელიც გვაერთიანებს“, – ამბობს ვოლსკი.
რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დასწრების საკითხს, ამის თაობაზე ვოლსკი ამბობს, რომ ეს წმინდა საპარლამენტო თემებია.
არ მგონია, რომ სხდომას ბიძინა ივანიშვილი უნდა დაესწროს. ივანიშვილის თემის გასკანდალება პოლიტიკური პარტიების მცდელობაა და მათ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ისეთი მოთხრობა შექმნან, რომელიც საზოგადოებისთვის არასწორი ორიენტირების მიმცემი იქნება“, – დასძინა ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა.
ალბათ, კიპლინგის მაუგლი ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, კრებას ატარებენ და იძახის, აკელამ ააცილაო, აკელამ ვერ დაიჭირაო. ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რაარაკორექტული. „ქართული ოცნებაზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდესჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.