სამართალი
„ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული კანონპროექტი კრიმინალურ მენტალიტეტს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს

     საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, ცვლილებებით არა მხოლოდ მკაცრდება სანქციები „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „კანონიერი ქურდების“ მიმართ, არამედ პროექტი ე.წ. კრიმინალურ, ქურდულ მენტალიტეტს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს.
ცვლილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა და ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. კანონპროექტის მიხედვით, არა მხოლოდ მკაცრდება სანქციები ქურდული სამყაროსწევრებისა და კანონიერი ქურდებისმიმართ, არამედ პროექტი .. კრიმინალურ, „ქურდულ მენტალიტეტსშეურიგებელ ბრძოლას უცხადებს. კერძოდ, იმ მენტალიტეტს, რომელიც არის მომავლის, ახალგაზრდების პრობლემა და შემაფერხებელია როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენთვის ამ მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.
მეზვრიშვილი განმარტავს, რომ როგორც კი კანონპროექტს ხელი მოეწერება, „ქურდული სამყაროსა“ და „კანონიერი ქურდებისთვის“ დავის მოსაგვარებლად ნებისმიერი არასამართლებრივი გზით მიმართვა, ასევე ამ ადამიანების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
კანონპროქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კანონიერ ქურდებსსჯის, არამედ ნებისმიერ იმ პირსაც, რომელიც ქურდიარ არის, მაგრამ მისი საქმიანობა ქურდული სამყაროსმიზნებს ემსახურება. ჩვეულებრივ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც კანონიერ ქურდსმიმართავს და დავის გადაწყვეტას სთხოვს, რაც, წესით, სასამართლოს ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.