რელიგია
ილია მეორის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა

     საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. საყოველთაო ნათლობის მორიგი ეტაპი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდა.
რიგით 53-ე საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა და საკუთარი ნათლულები დალოცა.
პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.