აქტუალური
ქართული კომპანიები თურქეთში დაგეგმილი გამოფენისთვის ემზადებიან

ankaraგაზაფხულზე ანკარაში კონდიციონერის, ვინტილაციის, იზოლაციის, ტუმბოს დანადგარებისა და მზის ენერგიის სისტემების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ქართულ კომპანიებსაც შეეძლებათ.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცნობეს, ეს გამოფენა-გაყიდვა თურქეთის საგარეო ვაჭრობის სამინისტროსა და შიდა ანატოლიის ექსპორტიორთა ასოციაციის კოორდინაციით 8-12 მარტს გაიმართება. მასში, ჩვენი ქვეყნის გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ალბანეთის, აზერბაიჯანის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბრაზილიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ჩინეთის, ინდონეზიის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ხორვატიის, ინდოეთის, მაროკოს, ერაყის, ირანის, ისრაელის, ყაზახეთის, კუვეიტის, ლიბანის, მაკედონიის, ეგვიპტის, ნიგერიის, უზბეკეთის, პოლონეთის, რუმინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთის, სლოვაკეთის, სირიის, ჩილეს, ტუნისის, თურქმენეთის, უკრაინის, ომანის, იორდანიის, იემენისა და საბერძნეთის წარმომადგენლები.

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში შეხვედრის მონაწილე კომპანიებისთვის ორმხრივი შეხვედრები გაიმართება. შესაბამისად, მათ პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ან შემდგომი განმტკიცების საშუალება მიეცემათ.