პუბლიკაციები
უკრაინის ნეიტრალიტეტის მნიშვნელობის აღნიშვნისას პუტინი საქართველოსაც გულისხმობდა - საქინფორმი

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის ნეიტრალური სტატუსი და მისი არშესვლა ნატოში რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

„ეს (ნეიტრალური სტატუსი და ნატოს წევრობაზე უარის თქმა) - ის საკითხებია, რომლებიც თავად უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა განსაზღვროს. ჩვენთვის, რუსეთისთვის, ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ გაჩნდეს რაიმე სამხედრო ობიექტები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქრებოდნენ. მაგალითად, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი კომპლექსები, რომლებიც ჩვენი ბირთვული პოტენციალის კუპირებას შეეცდებოდნენ. დიახ, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, ამას არ ვმალავ. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს თავად უკრაინელი ხალხისა და ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების ორგანოების არჩევანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში, როდესაც პასუხობდა შეკითხვას - გადაიჭრება თუ არა უკრაინის პრობლემა ქვეყნის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით?

საქინფორმი:
ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ თქვა, მთლიანად ეხება საქართველოსაც. სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოს საშუალებას მისცემს, ერთდროულად ისარგებლოს ეკონომიკური თანამშრომლობის სიკეთეებით როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც დღეს საქართველოს ყველაზე მსხვილი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია, თუ გავითვალისწინებთ ქართული ღვინის და სასოფლო-სამეურნეო პროდექციის ექსპორტს რუსეთში, რუსულ ინვესტიციებს ქართული ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებში, 1,5 მილიონ რუს ტურისტს ყოველწლიურად საქართველოში და ფულად გადარიცხვებს რუსეთიდან საქართველოში წელიწადში დაახლოებით 400 მლნ დოლარის ოდენობით.