რელიგია
სომხეთში პატრიარქ გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. სომხეთში პატრიარქ გარეგინ მეორის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა. საპროტესტო მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ.

აქციის ორგანიზატორია ჯგუფი სახელწოდებით „ახალი სომხეთი, ახალი პატრიარქი“. დემონსტრანტები გარეგინ მეორის გადადგომას და სომხეთის ახალი პატრიარქის არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის არმენ მელკონიანის თქმით, სომხეთის საპატრიარქოში აუცილებელია რეფორმების ჩატარება. მისივე თქმით, სომხეთს ისეთივე პოპულარული პატრიარქი სჭირდება, როგორიც ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევნის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით გარეგინ მეორემ დემონსტრანტებს შეხვედრა შესთავაზა.

გარეგინ მეორე სომხეთის უმაღლესმა სასულიერო საბჭომ პატრიარქად 1999 წელს აირჩია.