სამართალი
ქდმ გრძელვადიანი პაემნების პროცედურას აპროტესტებს

patimrebis-paemnebi"ქრისტიან–დემოკრატები" პატიმრობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

პარტიის - ,, ადამიანის უფლებათა დაცვის’’ კომიტეტის ხელმძღვანელ თამაზ ბაკურაძის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც გრძელვადიან პაემნებს ეხება, რეალურად არ იმუშავებს და ამ უფლებით ვერ ისარგებლებს პატიმართა უმრავლესობა, რადგან ცვლილებების თანახმად, პაემნით სარგებლობა მხოლოდ კოლონიებში მყოფ პატიმრებს შეეძლებათ.

ბაკურიძე აცხადებს, რომ დახურულ ციხეებში გაცილებით მეტი ადამიანი იხდის სასჯელს და ისინი პაემნის გარეშე რჩებიან.

"ქრისტიან–დემოკრატებისთვის" ასევე მიუღებელია პაემნისთვის დაწესებული 60–ლარიანი გადასახადი.