სამართალი
ოზურგეთის სასამართლომ დეპუტატის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების" წევრს 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ეს გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. ნაკლებად მძიმე დანაშაულია და არასამართლიანად მიმაჩნია 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგამი. იგი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს”, - აცხადებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია.

საქმის პროკურორის შოთა ჩხაიძის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, გამოიკვეთოს სხვა პირთა ბრალეულობაც.

ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.

პარტიამ ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინციდენტი ნაციონალური მოძრობის პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.