სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან. ამ ფაქტის ირგვლივ, ასევე, ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული პირების დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის - ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს ქართული ოცნებიდანტარიელ აროშიძეს.