რელიგია
მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს წილკანისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განუცხადა.

ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ეკლესია წმინდა სინოდის წევრებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებს.

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.